GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს "სერა"

"ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, გაუ-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა და დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა..."

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

TBC ბანკი - ანალიტიკოსის ვაკანსია რისკების მიმართულებით

თი-ბი-სი ბანკში, რისკების მიმართულებით გვაქვს ანალიტიკოსის ვაკანსია. პოზიცია ანაზღაურებადია და სამომავლოდ ითვალისწინებს დასაქმების პერსპექტივას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ, მიმდინარე წლის 7 აპრილის ჩათვლით. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Vacancy@republic.ge

ძირითადი მოთხოვნები

განათლება:

  • ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი
  • (ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, სტატისტიკა)  

ენები:

  • ინგლისური - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი

 უნარები:

  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • მაღალი მოტივაცია;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვა;
  • დიდი მონაცემების სწრაფი და ეფექტური დამუშავება/ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

Excel-ის ცოდნა (ძალიან კარგი), Access ჩაითვლება უპირატესობად, PowerPoint (ძალიან კარგი)

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!