GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

თიბისი ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას

თიბისი ბანკი აცხადებს სტუდენტების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიან პროგრამაზე კორპორატიული და  საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტში.

რას ვთავაზობთ წარმატებულ სტუდენტებს:

  • ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტში;
  • მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას დეპარტამენტის სხვადასხვა სექტორში სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე;
  • სტუდენტის გრაფიკზე მორგებულ სამუშაო საათებს.

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტში ანალიტიკოსის პოზიციაზე შემდეგ სექტორებში:  

  • ჰორეკასა და კომერციული უძრავი ქონების სექტორი;
  • საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოების და სოფლის მოერნეობის სექტორი;
  • კავშირგაბმულობის და მედიის სექტორი;
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი;
  • ნავთობის და გაზის სექტორი;
  • სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის სექტორი;
  • ჯანდაცვის, განათლებისა და ფინანსური სერვისების სექტორი;

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება;
  • გასაუბრება;
  • ქეისის განხილვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

განათლება

  • სტუდენტი (მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი), მაგისტრი 

ენები

  • ქართული - მშობლიური
  • ინგლისური - ძალიან კარგი (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი)
  • რუსული - კარგი 

უნარები

  • ფინანსების მიმართულების მაღალი რეიტინგი და მაჩვენებლები;
  • ამბიციური, განვითარებაზე ორიენტირებული და კარგი თეორიული განათლების მქონე; 

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი;

ყველა შერჩეული სტუდენტი იქნება სამუშაო პროცესის სრულფასოვანი მონაწილე.

სტაჟირების წარმატებით დასრულებისა და ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში გახდება თიბისი ბანკის გუნდის წევრი.  

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 31 მარტისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CIBinternship@tbcbank.com.ge.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!