GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

კრედო ბანკი ეძებს ანალიტიკოსს მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში

თანამდებობა: ანალიტიკოსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

პოზიციის მიზანი:

ანალიტიკოსი პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზის როგორც ბაზისურ, ასევე საშუალო სირთულის ანალიზზე გაყიდვების ეფექტურობის შეფასების მიზნით. ანალიტიკოსის პასუხისმგებლობაა ასევე არსებული მონაცემთა ბაზების გაანალიზება პროდუქტის  რედიზაინისა თუ ფასთწარმოქმნის გადაწყვეტილებების მისაღებად, ისევე როგორც მიმდინარე ანალიტიკური პროექტების გასაუმჯობესებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

 სპეციფიკური პასუხისმგებლობები:

  • მონაცემთა ბაზების დამუშავება გაყიდვების ტრენდების გამოვლენის მიზნით;  პროდუქტის გაყიდვის ანგარიშის წარდგენა მენეჯემენტისთვის;
  • სხვადასხვა სადისტრიბუციო არხის ეფექტურობის შეფასება მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე, გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა;
  • მიმდინარე/დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერისთვის საჭირო ბაზისური ანალიტიკის განხორციელება, მონაცემთა ბაზების მართვა;
  • არსებული პროდუქტების გარდაქმნისათვის საჭირო მონაცემთა ბაზების ანალიზი;
  • ანალიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიულ/ტაქტიკური რეკომენდაციების შემუშავება პროდუქტის დიზაინთან/რედიზაინთან მიმართებაში როგორც საკრედიტო, ისე საცალო პროდუქტების შემთხვევაში;
  •  პროდუქტების გაყიდვის მაჩვენებლების ანალიზი და ანალიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიულ/ტაქტიკური რეკომენდაციების შემუშავება პროდუქტის გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • პროდუტის გაყიდვის პროგნოზის, სამომავლო გათვლების გაკეთება მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე
  • მომხმარებელთა ქცევის ძირითადი პარამეტრების ანალიზი, მომხმარებელთა განსხვავებული სეგმენტების გამოვლენა მონაცემთა ბაზების ანალიზის გზით;
  • მიმდინარე პროექტების ანალიტიკურ კომპონენტში აქტიური ჩართულობა, გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა;

  უნარები:

  • ენერგიულობა, პოზიტიური განწყობა და მაღალი ინტერესი სტატისტიკური ანალიზისა და პროგნოზირებადი მოდელირების მიმართ.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი;
  • მკვეთრად გამოხატული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ბიზნეს საჭიროებების ინტერპრეტირების უნარი მოდელირების/ანალიზის მახასიათებლებში.
  • ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების ეფექტურად დასახვის უნარი;
  • დედლაინებში მუშაობის უნარი.
  • საერთო ბიზნეს მიზნების გაზიარებისა და სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი; 

ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭებათ მათემატიკის ან სტატისტიკის მიმართულებებს; დამატებითი უპირატესობა მიენიჭება ასევე ფინანსურ, ან ბიზნეს განათლებას
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალიტიკოსის პოზიციაზე, უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Word, Excel, PowerPoint), უპირატესობად ჩაითვლება Mplus-ში, R-ში, SPSS-ში ან სხვა სტატისტიკურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა;
  • ინგლისური ენის ფლობა სრულყოფილად;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge

CV-ების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - „ანალიტიკოსი“.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!