GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

"კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი / თბილისი

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია! 

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო და მსხვილი შესყიდვების განხორციელება;
  • გრძელვადიან და ყოველდღიურ დონეზე შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ბაზარზე არსებული მომწოდებლებისა და სიახლეების პერიოდული შესწავლა;
  • ფასების ცვალებადობის მუდმივი კონტროლი;
  • სატენდერო კომისიაში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების ვიზირება;
  • ხელშეკრულების და შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  გაფორმების პროცესის ადმინისტრირება;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, ხარჯის დამადასტურებელი და სხვა საგადასახადო დოკუმენტების შეკრების ორგანიზება და მიწოდება შესაბამის განყოფილებასთან;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი
  • სხვადასხვა პროექტის საჭიროების შესაბამისად შესყიდვების გეგმის კორექტირება;
  • კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება შესაძლო დაინტერესებულ მხარეებთან;
  • შესყიდვის მოთხოვნის ანალიზი და შესყიდვის საუკეთესო მეთოდის შერჩევა არსებული პოლიტიკის მიხედვით;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელისთვის;

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 ოქტომბერს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.