GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი...

კრისტალი აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი'' აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

  • ეროვნული ბანკის რეგულაციების და შესაბამისი კანონების / ჩანაწერებისა და სიახლეების გაცნობა / გაანალიზება და პროცესების დაგეგმვა / კოორდინირება კომპანიის შიგნით; 
  • ინვესტორების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გაცნობა / შესწავლა / გაანალიზება და შესრულებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • შესაბამისი ინსტრუქციების / მითითებების / კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან / მითითებებთან;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მიღებული პრეტენზიების მიღება / დამუშავება;
  • შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის / ფინანსების / აუდიტის დარგში);
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე საფინანსო ინსტიტუტში;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 11 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!