სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი'' აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
ძირითადი მოვალეობები:
- ეროვნული ბანკის რეგულაციების და შესაბამისი კანონების / ჩანაწერებისა და სიახლეების გაცნობა / გაანალიზება და პროცესების დაგეგმვა / კოორდინირება კომპანიის შიგნით;
- ინვესტორების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გაცნობა / შესწავლა / გაანალიზება და შესრულებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- შესაბამისი ინსტრუქციების / მითითებების / კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან / მითითებებთან;
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მიღებული პრეტენზიების მიღება / დამუშავება;
- შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის / ფინანსების / აუდიტის დარგში);
- ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე საფინანსო ინსტიტუტში;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 11 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
დეტალური ინფორმაციისთვის:
ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge ;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.
GAU გისურვებთ წარმატებას!