GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ვაკანსია შიდა აუდიტის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის განყოფილების სპეციალისტიპოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის შიდა პროცესების ანალიზი, არსებული რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების (წესები, სტანდარტები, პროცედურები) პრაქტიკული შესრულების აუდიტი. ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება;
  • აუდიტის პროცესის დეტალური დოკუმენტირება (სამუშაო ფაილების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება);
  • ჩატარებული აუდიტის შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება;
  • აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • აუდიტის ჩატარების შიდა მეთოდოლოგიის დახვეწისა და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის / ფინანსების / ბუღალტერიის / აუდიტის დარგში);
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის მიმართულებით;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. Microsoft Excel_ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 4 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!