მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის შიდა პროცესების ანალიზი, არსებული რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების (წესები, სტანდარტები, პროცედურები) პრაქტიკული შესრულების აუდიტი. ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება;
- აუდიტის პროცესის დეტალური დოკუმენტირება (სამუშაო ფაილების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება);
- ჩატარებული აუდიტის შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება;
- აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- აუდიტის ჩატარების შიდა მეთოდოლოგიის დახვეწისა და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის / ფინანსების / ბუღალტერიის / აუდიტის დარგში);
- ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის მიმართულებით;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. Microsoft Excel_ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 4 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
დეტალური ინფორმაციისთვის:
ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge ;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.
GAU გისურვებთ წარმატებას!