GAU-ს კურსდამთავრებულები

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო

"GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

ლენდო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ სწრაფად მზარდი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას.

ლენდო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

სრული განაკვეთი.

სამუშაოს აღწერა:

  • ყოველდღიური საბუღალტრო დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში (1С) გატარება;
  • ორგანიზაციის შიდა პროგრამულ უზრუნველყოფაში ოპერაციებიებისა და გატარებების უზრუნველყოფა;
  • საბანკო გადახდების განხორციელება;
  • სალაროსა და საბანკო ანგარიშების შედარება;
  • სხვადასხვა ანგარიშის მომზადება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (სასურველია მომსახურების სფეროში);
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1С-ში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ ხართ აქტიური და გსურთ გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr2@lendo.ge

გთხოვთ,სათაურის ველშიმიუთითოთპოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.