GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

პროგრამები, რომლებზეც ხორციელდება  მობილობა

ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

12

5900

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

5

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

8

5900

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

8

4900

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

მშენებლობა

5

2350

ინფორმატიკა

8

2550

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

 

 

ქართული ფილოლოგია

3

2350

ინგლისური ფილოლოგია

8

2450

ისტორია

3

2350

 

მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

1

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

1

4900

საერთაშორისო ურთიერთობები

1

3900

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები

1

2250

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა

1

3400

 

მობილობის ეტაპები

  • სტუდენტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე (www.students.eqe.ge)
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს  შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს შპს  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი. 

მობილობის ვადები

  1. სტუდენტთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა:

2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე;

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:

2019 წლის 06 თებერვალი;

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტის შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა:

2019 წლის 06-07-08 თებერვალი;

  1. შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მობილობის თაობაზე სტუდენტის წერილობითი განაცხადის და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა:

2019 წლის 06 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით;

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადსტურების (თანხმობა/უარი) ვადა:

2019 წლის 12-13 თებერვალი;

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის პროექტის ცენტრში წარდგენის ვადა:

2019 წლის 06 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;

  1. სამართლებრივი აქტის პროექტზე ცენტრის მიერ დასკვნის გაცემის ვადა:

2019 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით;

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა:

2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები

  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.