GAU-ს კურსდამთავრებულები

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო

"GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია..."

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

ცხადდება მიღება სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატში (პირველი სართული, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით.
 
უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:
  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი(მხოლოდ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის);
  • GAU-ს რეკვიზიტები
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
1. გასაუბრება სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 15 სექტემბერს; 14:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ          დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.

2. გასაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის პროგრამაზე - 16 სექტემბერს; 14:00 საათზე.               სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.

3. გასაუბრება ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე - 16 სექტემბერს;             16:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.
 
საკითხები გასაუბრებისთვის: