GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, სწორი უნივერსიტეტის შერჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. გაუ-მ მომცა ცოდნა, მეგობრები, თავისუფლება ჩემს არჩევანში და აბსოლუტურად ყველა ის პირობა შემიქმნა, რომ დღეს თამამად...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს 2017 წლის 27 ივნისს № 2 გადაწყვეტილების თანახმად:

ცხადდება კონკურსი GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:

  • მარკეტინგული მეთოდების სტრატეგიული გამოყენება ქართული ღვინის ინდუსტრიის პოზიციონირების გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების მოძიების მიზნით. Marketing and Socio-cognitive framework of knowledge management practices.
  • ხელმძღვანელი ეკა ნადარეიშვილი
  • ცოდნის მენეჯმენტის პრაქტიკის სოციალურ-კოგნიტიური საფუძვლები და მარკეტინგის პრინციპები. Socio-cognitive framework of knowledge management practices.
  • ხელმძღვანელი - ეკატერინე ნადარეიშვილი
  • ორგანიზაციული კულტურის როლი თანამშრომელთა სამუშაოში ჩართულობის განვითარებისათვის. Organizational culture role in developing job involvement.
  • ხელმძღვანელი - დინა ასლამაზიშვილი

 GAU-ს ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;  
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.

შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრება 2017 წლის 19 ივლისს 14:00 საათი
 
ტესტირება უცხო ენაში 2017 წლის 19 ივლისს 15:00 საათი