სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

"GAU-მ გვასწავლა ყველა სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, ვიაზროვნოთ მოცემული ჩარჩოების გარეთ, ვიპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილება ნებისმიერი პრობლემისათვის, არასოდეს შევწყვიტოთ ცდა რომ შევცვალოთ სიტუაცია ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ვისწრაფოდეთ უკეთესისაკენ..."

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ჯეოკაპიტალი აცხადებს ვაკანიას პროგრამის კოორდინატორის ასისტენტი

ჯეოკაპიტალი აცხადებს ვაკანსიას პროგრამის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.

სტაჟიორები შეისწავლიან და სრულად იქნებიან ჩართული ქვემოთ ჩამოთვლილ პროცესებში:

  • შიდა პროგრამის გატესტვა; ხელშეკრულებების/დოკუმენტების პროგრამაში ჩასაშენებლად მომზადება, ჩაშენების შემდეგ გატესტვა;
  • ხელშეკრულებებში შესული ცვლილების დროს, უკვე ჩაშენებული დოკუმენტების განახლება/გატესტვა;
  • სხვადასხვა რეპორტის პროგრამაში ჩასაშენებლად მომზადება, რეპორტინგსა და ტრიაჟს შორის კოორდინატორის როლის შესრულება;
  • სატესტო პროგრამაში ჩაშენებული ცვლილებების გატესტვა (მარტო ან დეპარტამენტთან);
  • დეტალური აღწერილობის პროგრამისტებისთვის გაგზავნა, ჩაშენების პროცესში კიდევ ერთხელ ახსნა;
  • ცვლილებების რეგისტრაცია SP საიტზე;
  • პროგრამის თარგმნა და უცხოელ პროგრამისტებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

  • სტუდენტები განიხილებიან 3 კურსიდან.
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია
  • დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@geocapital.ge, ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. 

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!