სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (www.HR.ge) ეძებს კანდიდატს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (www.HR.ge),  ეძებს კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიისთვის:

ძირითადი მოვალეობები:

  • დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღებისა და საკრედიტო განყოფილებისათვის გადაცემის ორგანიზება/ მიღებული მონაცემების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი საკრედიტოში გადაგზავნამდე;
  • გაყიდვების პროცესის მონაცემების შენახვა და ყოველკვარტლური ამოღება ანალიზისთვის;
  • გაყიდვების თვალსაზრისით, არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია შესაბამის განყოფილებებში;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება;
  • ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით ან იმავე მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო ინსტიტუტებში ფინანსური პროდუქტების გაყიდვების, კლიენტთა მომსაუხრებისა და სერვისის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მქონე;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • აქტიური 

დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.