სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

თიბისი ბანკი - დისტანციური გაყიდვების კოორდინატორი

ვაკანსია: - დისტანციური გაყიდვების კოორდინატორი 

სამუშაოს აღწერა: 

  • დისტანციური გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელობა/მონაწილეობის მიღება;
  • დისტანციური გაყიდვების უფროსთან კოორდინირებულად, საბანკო პროდუქტების რეალიზაციის მაქსიმიზაციის მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • დაწესებული გეგმის გაყიდვების ჯგუფებზე და თანამშრომლებზე გადანაწილება. გეგმის შესრულების მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • კომუნიკაციის ჯგუფის კოორდინირება, კვლევების კონტროლი და რეპორტინგი;
  • თანამშრომლების კოორდინირებული და მოტივირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების მუშაობის ანალიზი, ეფექტურობის განსაზღვრა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით ქმედებების განხორციელება;
  • ახალი პროდუქტის, პროცედურების, კამპანიის დანერგვის დროს, თანამშრომელთათვის პროდუქტთან დაკავშირებული სტანდარტების, ბრძანებების, ცვლილებების, გაყიდვის წესების გაცნობა და კონტროლი;
  • რეპორტინგი. 

უნარები: 

  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური გაყიდვების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: 

  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში წამყვანი ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატი.
  • ბანკში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა 

ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კადრის კვალიფიკაციაზე. 

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; nanutsa.kiknadze@gau.genkevlishvili@tbcbank.com.ge;

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.