სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა...

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

თიბისი ბანკის ფინანსების მართვის BBA პროგრამა

მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მაგისტრებს რომელთაც პრიორიტეტად არჩეული აქვთ ფინანსები, ბიზნესის მიმართულება, აქვთ მაღალი მოსწრება ამ მიმართულებით, აქვთ მაღალი GPA, გეძლევათ საუკეთესო შანსი. 

ვაკანსია თიბისი ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში:

განათლება

  • მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი ფინანსების მიმართულებით.

ენები 

  • ქართული - მშობლიური
  • ინგლისური - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი 

უნარები

  • ფინანსების მიმართულების მაღალი რეიტინგი და მაჩვენებლები;
  • ამბიციური, სწრაფად მზარდი და კარგი თეორიული განათლების მქონე 

ინფორმაცია პროგრამის შესახებ

  • პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი;
  • თითოეული შერჩეული სტუდენტი იმუშავებს ოთხ-ოთხ ინდივიდუალურ პროექტზე;
  • განხორციელდება 2 ჯგუფური პროექტი;
  • სტუდენტები გაივლიან მოკლე პრაქტიკას, გაეცნობიან საჭირო განყოფილენბების ფუნქციებს, ძირითად საქმიანობას და მიმდინარე პრიორიტეტებს. 

სამუშაოს აღწერა

  • ფინანსების მართვის BBA პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი პროექტები:
  • ლიკვიდურობის მართვის ახალი პოლიტიკა;
  • დასაქმებულისთვის გამოყოფილი სამუშაოს ბიუჯეტის სისტემის ოპტიმიზაციის მართვა და კონტროლი;
  • დასაქმებულისთვის გამოყოფილი სამუშაო სტრესს სისტემების მომზადება და განხორციელება;
  • დასაქმებულისთვის გამოყოფილი სამუშაო ფინანსური რისკების დროული იდენტიფიკაციის შექმნა;
  • ბუღალტერიის პროცესების ოპტიმიზაცია; 

დამატებითი ინფორმაცია:

  • დასაქმებულ სტუდენტებს მუშაობა მოუწევთ შემდეგ განყოფილელბებში:
  • დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილება;
  • რეპორტინგის განყოფილება;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;
  • ფინანსური რისკების განყოფილება;
  • ხაზინისა და ფინანსური სერვისის განყოფილება; 

17 დეკემბერს სრულდება რეზიუმეების მიღება. 

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი. 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; nanutsa.kiknadze@gau.gebba@tbcbank.com.ge

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.