სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

"ემ გრუპი"

"მიუხედავად იმისა, რომ GAU-ში მეოთხე კურსზე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან, ძალიან კარგად შევძელი დამენახა GAU-ს უპირატესობები: პირველ რიგში უნივერსტეტის მხრიდან ხელშეწყობა სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლისთვის სამუშაოს შეთავსებაც შეძლონ; გარემო, რომელიც ძალიან მეგობრულია და, ამავე დროს, ამბიციის გამჩენი, რომ უკეთესი და წარმატებული იყო..."

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

ბანკი რესპიბლიკა აცხადებს ვაკანსიას

სს „ბანკი რესპიბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში აქტივ-პასივების მართვის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე,

სტაჟირება გულისხმობს სრულ განაკვეთს, დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია და გაგრძელდება სამიდან ოთხ თვემდე (წლის ბოლომდე). ანაზღაურება დამოკიდებულია აპლიკანტის უნარებსა და გამოცდილებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბანკის ფინანსური რისკების ანალიზში, დაგეგმვასა და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური რისკების რეპორტინგი ბანკის/ჯგუფის შიგნით;
  • სხვადსხვა ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის ჩატარება და ფინანსური მოდელების აგება MS Excel-ში;
  • ადგილობრივ საბანკო სექტორში კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი;
  • ბანკის სხვადსხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა;
  • სხვადსხვა ფინანსური Ad-hoc დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ბაკალავრის ხარისხი ან მე-3-4 კურსის სტუდენტი;
  • სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება ფინანსების განყოფილებაში ან საბანკო სფეროში;
  • ინგლისური და ქართული ენების (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
  • ფინანსების კარგი ცოდნა. (უპირატესობა მიენიჭება მათემატიკისა და სტატისტიკის მაღალ დონეზე ცოდნას);
  • სასურველია საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • MS Excel-ის, MS PowerPoint-ის, Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველია მაგრამ არა სავალდებულო VBA-ს ექსელში გამოყენების უნარები.

სხვა უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების ჩამოყალიბებული უნარები;
  • დროის მართვის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ფოკუსირების და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.  

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!