სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100 %-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას - სისტემების მართვის ოფიცრის თანამდებობა

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო საქმიანობის ანალიზისა და პორთფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სისტემების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.   
 
ძირითადი მოვალეობები:   
  • არსებული სისტემების ადმინისტრირება/მონიტორინგი
  • სისტემების განვითარება და სერვისების დახვეწა
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურის დაგეგმვა/რეალიზაცია
  • არსებული სისტემების გარე სერვისებთან ინტეგრაციის მხარდაჭერა/რეალიზაცია
  • მისადაგებული სოლუშენების დაგეგმვა, აგება, ტესტირება, დანერგვა და კონფიგურაცია (ინტერფეისები და კონექტორები, რეპორტები, მონაცემებთან დაკავშირებული სოლუშენები და ა.შ.)
 
სავალდებულო მოთხოვნები:   
 
განათლება:  
 
უმაღლესი განათლება: კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, ფიზიკის ან ფინანსების მიმართულებით 
 
სამუშაო გამოცდილება:  
 
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით 
სავალდებულო ცოდნა, უნარები:  
 
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
  • მონაცემთა ბაზების სტრუქტურის ცოდნა
  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა
  • კომპლექსური კომპიუტერული ქსელური გარემოს ღრმა ცოდნა. ასევე, მასშტაბური სისტემების ინტეგრაციული პროექტებისა და სოფტის დანერგვის პროცესების ცოდნა
  • სასურველია XML სისტემის ცოდნა (XSLT, XPATH, XSD)
  • სასურველია SQL-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება მონაცემთა ბაზების ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა ცხრილები, პროცედურები, ფუნქციები და ინდექსები
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კოლეგიალურობა, გუნდური მუშაობის უნარი
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ანალიტიკური, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • დადგენილ ვადებში დადგენილი სამუშაოების შესრულების უნარი
  • ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17.10.2016
 

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.