სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბანკირის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქციები:

  • სამიზნე კლიენტურის და კონკურენტული ბაზრის ცოდნა (პირობები  და კლიენტურა);
  • ახალ / პორტფელში არსებულ კლიენტურასთან შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრებში მონაწილეობის  მიღება საბანკო პროდუქტების შეთავაზების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით;
  • მომხმარებლის მხრიდან სესხის მოთხოვნის შემთხვევაში პროექტის სრულად დამუშავება / გაცემა / მონიტორინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

განათლება: უმაღლესი; მაგისტრი / ბაკალავრი სასურველია ეკონომიკა / მათემატიკა / ფიზიკა / ფინანსები.  

სამუშაო გამოცდილება: მინ.1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების მიმართულებით, სასურველია წამყვან ფინანსურ კომპანიაში. 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

  • ფინანსები: ძირითადი ფინანსური უწყისების, ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • გაყიდვების ტექნიკა;
  • ბიზნეს კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობა – ვალდებულებების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა - კარგად განვითარებული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მობილურობა;
  • დარწმუნების უნარი;
  • ენერგიულობა;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
  • თვითკრიტიკულობა;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა, პუნქტუალურობა.
  • პრეზენტაბელურობა.  

რეზიუმეების მიღება - 2015 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.