სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

ვაკანსია ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი ზარალების იურისტ-ოპერატორი პოზიციაზე, ქალაქ თბილისში 

ძირითადი მოვალეობები:

  1. ავტო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  2. მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი; კლიენტის განაცხადი, საპატრულო პოლისიის ცნობა და სხვა) მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება;
  3. დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
  4. დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია (ცვეთა, ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
  5. ავტო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
  6. რეგრესის პროცესის ეფექტურად მართვა: მესამე პირთა ბრალეულობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
  7. ბრალეული მხარისთვის გაფრთხილების წერილის მომზადება, ვიზირებისა და გაგზავნის კოორდინაცია და მათთან საინფორმაციო ზარების განხორციელება;
  8. ბრალეული მხარის მონაცემების დადგენა და რეგრესის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება; 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • სასურველია ინფორმაციის დამუშავების და ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა 

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ „ავტო ზარალების იურისტ-ოპერატორი“

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.