სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

თიბისი ბანკის ფინანსურ, კორპორატიულ და რისკების დეპარტამენტში ვაკანსია

თიბისი ბანკი იწყებს 2016 წლის სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება 1 წლიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ თიბისი ბანკის ფინანსურ, კორპორატიულ და რისკების დეპარტამენტში, მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ სტუდენტები, რომელთაც პრიორიტეტად  არჩეული აქვთ ფინანსები ან არიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები, აქვთ მაღალი ქულები ფინანსურ საგნებში, აქვთ ზოგადად მაღალი GPA და არიან დაინტერსებულნი და მოტივირებულნი.

გიგზავნით ასევე სტანდარტულ პირობებსაც:

  • სტაჟიორის შტატი იქნება დროებითი, 1 წლიანი;
  • ანაზღაურებადი;
  • კანდიდატებს მოუწევთ როტაცია დეპარტამენტის შიგნით სხვადასხვა განყოფილებაში;
  • კანდიდატებს ექნებათ რეალური დასაქმების პერსპექტივა.

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.