სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

შპს „მულტიტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge
 
სს „ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია „მულტიტრეიდი“, ახორციელებს ნედლეულის - ნედლი ხორცი, თევზი, იმპორტს საზღვარგარეთიდან.
 
შპს „მულტიტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
 
გთხოვთ, ვაკანტური პოზიციის დასახელება მიუთითოთ მეილის სათაურში.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (რეზიუმეში მიუთითეთ კონკრეტული ჩამონათვალი);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

მოვალეობები:

  • ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დებიტორული და კრედიტორული  ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • სტატისტიკური  მონაცემების გათვალისწინებით  სამომავალო  ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • ხელმძღვანელისათვის  თვის ანალიზისა და რეკომენდაციის მიწოდება;
  • მენეჯრული აღრიცხვა, (Cost Accounting);

დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სწრაფი რეაგირებისა და მოქმედების უნარი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!