ბლოგი

 

 ჯონდო ბუჩუკურიგანათლება: ექიმი ფსიქოთერაპევტი, საქმიანობა: ქართული მარკეტინგული კომპანია      NEWPHARMA” -- რეგიონალური მენეჯერი                                                                                     30 ივლისი 2016

jondo buchukuri

მე ვარ ჯონდო ბუჩუკური პროფესიით ექიმი ფსიქოთერაპევთი. ამჟამად ვმუშაობ ქართულ მარკეტინგულ კომპანია „ ნიუ ფარმა“-ში რეგიონალურ მენეჯერად. ამერიკულიუნივერსიტეტის„GAU“ბიზნესადმინისტრირებისმოკლევადიანი BMB პროგრამის გავლა მას შემდეგ  გადავწყივიტე, როდესაც  მივხვდი რომ ჩემს მიერ დაგროვილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა უკვე აღარ იყო საკმარისი და მოითხოვდა  განვითარებას  მარკეტინგში, მენეჯმენტში, ფინასებში და ა.შ... .BMB  პროგრამაში  მონაწილეობისმიღებისგადაწყვეტილებაში დამეხმარა მეგობრისა და კოლეგის რჩევა რისთვისაც მადლობა მას (დ.ჩ.) ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება BMB პროგრამასთან დაკავშირებით გათვლა იყო სიახლისა და ცოდნის გაღრმავება. ხოლო რაც ამ ყველაფერს კურსი დასრულების შემდეგ დაემატა ეს არის ალბათ ყველაზე მთავრი. ჩამომიყალიბდა  ხედვა თითოეულ საგანთან მიმართებაში და ვიცი  საჭიროების შემთხვევაში ჩემი ცოდნა რა სახით და რა მიმართულებით განვავითრო. რისთვისაც მადლობა BMB პროგრამის ხელმძღვანელებს. BMB პროგრამამასევე მომცა ახალი მეგობრები და კოლეგები რაც ასევე ღირებული და მნიშვნელოვანია ჩემთვს.

 

     ეკა ისიანი სს „საქართველოს ბანკი“ სერვის ცენტრის მენეჯერი
           21 აგვისტო 2015 
 
საქართველოს ბანკში მუშაობა, რომ დავიწყე ჯერ კიდევ 4 კურსის სტუდენტი ვიყავი და მას შემდეგ ჩემი გადატვირთული, მუდმივად დაძაბაული რეჟიმიდან გამომდინარე ვერ მოვახერხე, რომ სწავლა გამეგერძელებინა. 21 საუკუნეში კი სწავლის და საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ვერ გახდები წარმატებული. BMB -ს სწორედ ამ მოტივით დავიწყე სწავლა, მოლოდინი მქონდა, რომ მოვახდენდი უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და რათქმაუნდა ვისწავლიდი და მივიღებდი ახალს რომელიც პრაქტიკულ და რეალურ შემთხვევბაზე იქნებოდა დაფუძნებული;

რა მომცა BMB? მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, გარდა მიღებული ძალიან დიდი ცოდნისა და გამოცდილებისა მომცა საშუალება შევხვედროდი არაჩვეულებრივ და თავსი სფეროში წარმატებულ ადამიანებს. მან დამანახა, რომ ადამიანის შესაძლებლობას არ აქვს საზღვარი, გვჯეროდეს უნდა საკუთარი თავის და წარმატების.


 
     გიგი ჩაუჩიძე - სს პროკრედიტბანკი. ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
           24 აგვისტო 2015 
 

2005 წელს დავამთავრე თ.ს.უ-ს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დავიწყე სს პროკრედიტ ბანკში, სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. მთელი ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რის შემდეგაც გადავწყვიტე გამევლო ბიზნეს ადმინისტრირების კურსი, რათა მოკლე დროში მომეხერხებინა გარკვეული საბაზისო თეორიული ცოდნის მიღება არა მარტო საბანკო მიმართულებით, რომელზეც ვმუშაობ და მაინტერესებს, არამედ ბიზნესის სხვა მიმართულებებზეც (მარკეტინგი; ინფ.ტექნოლოგიები და ა.შ.). სოციალური ქსელის საშუალებით გავეცანი ინფორმაციას ქართულ-ამერიკული უნივესიტეტის (GAU)-ს მოკლევადიანი BMB-ის კურსის შესახებ და მივიღე ჩემის აზრით სწორი გადაწყვეტილება.
სწავლების პროცესში მივიღე საკმაოდ ბევრი ახალი ინფორმაცია. ასევე ხშირად მქონდა განცდა, რომ გარკვეული საკითხები ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ აქ განხილული ქეისები იყო ბევრად კომპლექსური და მაშტაბური, ვიდრე ეს ვიწრო პროფესიული მიმართულებით შესაძლოა გქონდეს გავლილი, რაც თავისთავად ბევრად საინტერესო და დამაფიქრებელია.
აღნიშნულმა პროგრამამ ასევე საშუალება მოგვცა გაგვეცნო სხვადასხვა ბიზნეს სექტორში დასაქმებული წარმატებული ადამიანები, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელებს, მოწვეულ ლექტორებს და რა თქმა უნდა ჩემს კურსელებს.
BMB-ის კურსმა ცოდნის მიღებასთან ერთად შემძინა დიდი მოტივაცია განვახორციელო საკუთარი წარმატებული ბიზნეს პროექტი.

 

   ნანა ქობალია - GPC აფთიაქის ფარმაცევტი
          15 სექტემბერი

 

2010 წელს დავამთავრე ფარმაცევტული უნივერსიტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტი მოვხვდი GPC აფთიაქში. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე არ მქონია შეხება ბიზნეს ადმინისტრირებასთან, თუმცა მაინტერესებდა და სურვილი მქონდა შემესწავლა აღნიშნული სფერო. არჩევანი GAU-ს BMB-ს სასერტიფიკატო კურსებზე შევაჩერე და არ ვნანობ, რადგან მიღებულმა ცოდნამ მოლოდინს გადააჭარბა. შევიძინე ისეთი გამოცდილება რომელიც ძალიან დამეხმარება შემდგომში. არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ კონკრეტული სფეროს პროფესიონალებისგან პრაქტიკული რჩევები რასაც წიგნში ნამდვილად ვერ წაიკითხავ. მომცა საკუთარი თავის რწმენა, უნარი აღმომეჩინა ის რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი საკუთარ თავში (რაც მთავარია ეს ყველაფერი ჩემთვის მოსახერხებელ დროს). ასევე შევიძინე მეგობრები. მადლობა BMB-ის ხელმძღვანელობას და ლექტორებს ესოდენი მონდომებისთვის, რომ ჩვენთვის გადმოეცათ მათი ცოდნა და გამოცდილება.

 

   ამირან შალიკაშვილი - პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, მსახიობი 
       22 მაისი 2015

 
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე მიმეღო ბიზნეს განათლება. ზოგადად ყველა მიმართულება მჭირდებოდა და მჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტე ბიზნესის ინტეგრირებული კურსი გამევლო და არჩევანიც GAU-ს ბიზნეს სკოლის ერთ-ერთ პროგრამაზე -BMB (Building & Managing Business) -ზე შევაჩერე. სხვათაშორის არ მეგონა მოკლე ვადაში თუ ამხელა განათლებას მივიღებდი ეს გამოიხატება პროგრამის ხარისხიდან გამომდინარე... მე მსახიობი ვარ და ჩემთვის ძალიან რთული იყო შალიკაშვილის თეატრის სათავეში ჩადგომა, ამიტომაც გადავწყვიტე GAU-ში ჩაბარება. სიმართლე გითხრათ, BMB პროგრამის გარდა, ბიზნეს განათლება არსად არ მიმიღია და დღეს მე უკვე ვატყობ ჩემს ძალას სხვადასხვა საკითხებში, რაც აქ ვისწავლე და სხვათაშორის სწავლის პერიოდში უკვე ბევრი რამ დამანახა ამ პროგრამამ. მამაჩემის დაარსებულ თეატრში (პანტომიმის სახელმწიფო თეატრი) ამ პროგრამის დახმარებით დავინახე ახალი შესაძლებლობები. ერთ-ერთი უკვე განხორციელდა. გავხსენი შალიკაშვილის ფონდი და ფონდმა დაარსა შალიკაშვილის სახელობის ფესტივალი ''Shalikashvili Mime Fest”. ჩემს თეატრს შორიდან შევხედე და ბევრი სუსტიმხარე დავინახე. მანამდე ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი. მართლაც საკმარისი აღმოჩნდა 4 თვიანი - BMB პროგრამის მიხედით განათლების მიღება რასაც არ მოველოდი... არ დაგავიწყდეთ პანტომიმის თეატრი, რადგან იცოდეთ მის განვითარებაში თქვენი წვლილიცაა შეტანილი, როგორც თითოეული იმ პედაგოგის ვინც მასწავლიდა BMB პროგრამის ფარგლებში. მადლობა.

 

   გიორგი აბაიძე - სს "საქართველოს ბანკი" – იპოთეკური და სამომხმარებლო დაკრედიტების დეპარტამენტის ჯგუფის     უფროსი.                    
     7 აპრილი 2015

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბანკში მუშაობა დავიწყე მაშინ, როდესაც ვიყავი მე-4 კურსის სტუდენტი, ამის გამო აღარ მომეცა საშუალება სწავლა გამეგრძელებინა მაგისტრატურაზე, ამიტომ როდესაც შევიტყვე აღნიშნული კურსის შესახებ ჩავთვალე, რომ შეზღუდული ფორმით მივიღებდი იმ განათლებას და გამოცდილებას, რაც უნდა მიმეღო მაგისრატურის გავლისას. შესაბამისად მოლოდინი მქონდა, რომ ეს კურსი მომცემდა საშუალებას გამეხსენებინა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ნასწავლი საგნები და ასევე მიმეღო ახალი ინფორმაციები იმ საინტერესო ლექციებიდან და ლექტორებიდან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ამ კურსზე. ამ პროგრამამ ნამდვილად მომცა ის რისი მოლოდინიც მქონდა, საბაზისო დონეზე მივიღე საკმაოდ საჭირო ცოდნის მარაგი იმ პროფილებიდან, რომლებიც ნამდვილად საჭიროა როგორც ყოველდღიურობაში, ისე გრძელვადიან გეგმებში. ვცდილობ მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს საქმიანობაშიც და ასევე დავსახო ახალი გეგმები. ასევე გავხდი უფრო მოტივირებული სისრულეში მოვიყვანო ის ბიზნეს პროექტი, რომელიც წარვადგინე კურსის დასრულებისას.

         

       გიორგი გიორგობიანი - საქართველოს პარლამენტი
          23 აპრილი 2015

2008 წელს დავამთავრე თ.ს.უ. -ს ფიზიკის ფაკულტეტი. 1 წლის შემდეგ მუშაუბა დავიწყე სს ენერგო-პრო ჯორჯიაში , ამჟამად ვმუშაობ საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება BMB-ს, გამომდინარე მომავალი ჩემი საქმიანობიდან (რასაც ვგეგმავ), ვფიქრობდი და გადავწყვიტე მიმეღო საბაზისო განათლება ბიზნესის გარშემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პროგრამაში მონაწილეობა. მივიღე აუცილებელი ცოდნა და ინფორმაცია კომპლექსური ტიპის, სხვადასხვა სეგმენტებში მომუშავე გამოცდილი და საინტერესო ადამიანებისგან. პროგრამის მსველელობისას საშუალება მომეცა დამენახა და გამეაზრებინა ბიზნესის პროცესების თანმხლები ჩემთვის მანამდე უცნობი, საჭირო და საინტერესო იდეები და დეტალები, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია მომავალი საქმიანობის სწორად დაგეგმვისთვის და მართვისთვის, როგორც საკუთარი ბიზნესის პირობებში ასევე ზოგადად ამ სფეროში მუშაობის პირობებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ლექტორს და პროექტის ორგანაზიტორებს გაწეული შრომისთვის.

 

     ნინო კვირაია - ივენთ კომპანია ''city group'' დირექტორი
         22 აპრილი 2015

 
მე ვარ ნინო, ამჟამად ვმუშაობ სარეკლამო ივენთ კომპანია “city group” ში. ვარ დამფუძნებელი დირექტორი (ოფიციალურად), ეიჩარი და ივენთ მენეჯერი (შეთავსებით) Jხშირად მიწევს სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმის კეთება, სანამ GAU-ს ბიზნეს ადმინისტრირების კურსს გავივლიდი ბევრ რამეს ვაკეთებდი ვარაუდით, მას შემდეგ რაც ეს კურსი გავიარე აშკარად ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, ვისწავლე დროის და ფინანსების მიზანმიმართული მართვა, ბრენდინგი, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსური აღრიცხვა, ანალიზი.  ეს ყველაფერი მეხმარება, რომ  შემდგომში უფრო ადვილად ვაკონტროლო ჩემი თანამშრომლები, ვფიქრობ ეს კურსი კარგია მათთვის ვისაც სურს, რომ კარგი მენეჯერი გახდეს, ყველა სფეროს მოიცავს რაც ბიზნესს სჭირდება. ყველა ლექცია ძალიან საინტერესოა, ასევე დამამახსოვრდა  დადებითად გასვლა კახეთში და ჩვენი გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებისთვის, საჩუქრების გადაცემა. კურსის ფარგლებში მივიღე ზოგადი განათლება ბიზნესის სფეროში, კარგი მეგობრები, საჭირო კონტაქტები და მეტი თავდაჯერებულობა.

 

     ოთარ მიქაძე - განათლება: MBA, საქმიანობა: სახელმწიფო და კერძო სექტორი, ფინანსისტი, შესყიდვების მენეჯერი
           3 აპრილი 2015

 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნეს ადმინისტრირების მოკლევადიანი (BMB - Building & Managing Business) პროგრამაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, როდესაც კარგად გავეცანი პროგრამის ანოტაციას. ჩავთვალე, ის დამეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში და კარიერულ კიდევ უფრო წინსვლაში. დამეხმარებოდა აქამდე მიღებული განათლების და გამოცდილების ერთმანეთთან შერწყმაში და კარგად გაანალიზებაში. ამისათვის საუკეთესო საშუალებაა შესაბამის სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან მათი გამოცდილების მოსმენა და შესწავლა რეალური მაგალითების მოყვანის საფუძველზე. ვფიქრობ, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ზემოთ მოყვანილი ფაქტორების მოსაცემად აუცილებელია სასწავლო დაწესებულებებმა დაკვირვებით შეადგინონ სასწავლო გეგმა და შეარჩიონ ტრენერები, რომლებსაც უშუალოდ ექნებათ შეხება იმ სფეროსთან, რომელსაც ასწავლიან მსმენელებს. სწორედ ამ მოლოდინით ჩავერთე პროგრამაში. მოლოდინები გამართლდა. BMB პროგრამამ მომცა მოტივაცია გავაკეთო უფრო მეტი ვიდრე აქამდე… მომცა საშუალება შევხვედროდი საუკეთესო პროფესიონალებს, რომლებისგანაც ვისწავლე ბევრი. მათთგან მიღებული ცოდნით ყოველ ახალ წამოწყებულ საქმეში შევამცირებ რისკებს და გავზრდი პროდუქტიულობას.