• კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

კონსტანტინე ნანობაშვილი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

თანამედროვე სამყაროს ატრიბუცია, როგორც ამერიკელები ახასიათებენ მას, შესაძლებელია გამოისახოს VUCA-ს (Volatility, uncertainty, complexity and ambiguity) აბრევიატურით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის დამახასიათებელია დინამიურობა, განუსაზღვრელობა, კომპლექსურობა და არაერთგვაროვნება. მოცემულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი რომ, გლობალიზაციის და ინოვაციების სწრაფი განვითარების პირობებში უფრო მძაფრდება კონკურენცია, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს მუდმივ პროგრესს გადარჩენისთვის.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში სამართლებრივი, სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით ის თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შეასრულოს ერთგვარი ჰაბის ფუნქცია და შედეგად მისცეს ადგილობრივ დამსაქმებლებს/მეწარმეებს, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის, კომუნიკაციების და გამოცდილების გაცვლის,  ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა. ასოციაცია უპირობოდ უწევს პროპაგანდას საქართველოში ბიზნეს ენისა და აზროვნების პოპულარიზაციას, მის გაღრმავებას და ბიზნეს განათლების მუდმივ განახლებას.

ამდენად, ასოციაცია ნდობას უცხადებს მის წევრ ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტს და მის ბაზაზე არსებულ ბიზნეს სკოლას. მათ შორის აძლევს რეკომენდაციას ბიზნეს ადმინისტრირების მოკლევადიან კურსს BMB (Building & Managing Business)-ს. პროგრამის მთავარი ღირებულებაა მოკლე ვადაში ბიზნეს ენის ათვისებისა და აზროვნების კონცეპტუალიზაციის შესაძლებლობა, სწავლების უახლესი მეთოდიკის და კვალიფიციური (პრაქტიკოსი) ტრენერების გამოყენების გზით. ასოციაციამ ერთ-ერთ მნიშნელოვან ასპექტად მიიჩნია პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც ერთის მხრივ, გამორჩეულ მსმენელს (ებს) აძლევს უნიკალურ საშუალებას დაიფინანსოს სწავლის საფასური, მეორეს მხრივ კი არსებული მოდელი ქმნის კონკურენტულ სივრცეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის პროგრამის ეფექტიანობას მსმენელებისთვის.

კონსტანტინე ნანობაშვილი

05.11.2014