• კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

ზურაბ გვასალია - საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ქართული ბიზნესის განვითარების დონე და მისი საერთაშორისო მოთხოვნების იმპლემენტაცია მაინც დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს მომავალში,ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნიდან და პერსპექტივებიდან გამომდინარე. სწორდ ტექნოლოგიების, საჭირო ბიზნეს უნარების, ინფორმაციის არქონის გამო კომპანიები ვერ ახერხებენ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას და მითუმეტეს ვერც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ კომპანიის მენეჯერებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, როგორც სტრატეგიულ, ასევე ფინანსურ მენეჯმენტში. აღარაფეს ვამბობთ ინოვაციურ მენეჯმენტზე.მითუმეტეს ქართულ ბაზარზე მუდმივად იზრდება კონკურენციის ხარისხი.

ქართველ მეწარმეებს ნაკლებად გააჩნიათ საბაზრო ურთიერთობებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოების გამოცდილება, ასევე მათ უჭირთ ურთიერთობა კომერციულ ბანკებთანაც. პრაქტიკულად არ ყავთ ბანკებთან ურთიერთობის მენეჯერები, აქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა ბანკების მხრიდან დაკრედიტების პრინციპებზე და მოთხოვნებზე. მოუწესრიგებელია ფინანსური უწყისები, დარღვეულია ურთიერთკავშირი ფინანსურ უწყისებს შორის.

შესაბამისად საქართველოს ბანკების ასოციაცია (www.abg.org.ge) , როგორც ქვეყანაში ერთადერთი საბანკო პროფილის წამყვანი გაერთიანება, მხარს უჭერს ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების BMB (Building & Managing Business) მოკლევადიან კურსს, რომელიც შემოთავაზებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მსმენელების მაღალ ჩართულობაზე.

მიგვაჩნია, რომ კურსი იძლევა რეალურ შესაძლებლობას მოკლევადიან პერიოდში მსმენელებმა მიიღონ საჭირო ბიზნეს ცოდნა, და გაზარდონ ჩართულობა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

 

ზურაბ გვასალია
11.11.2014