• კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

გიორგი ციმინტია - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს გარემოს ფორმირებისათვის გრძელი გზაა გასავლელი. მართალია, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველოს ბიზნეს კლიმატი კვლავაც მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას:

  • საკმაოდ დაბალია მეწარმეობრივი უნარები, რაც ბუნებრივიცაა თუ გავითვალისიწინებთ, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების არსებობას არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს.
  • პრობლემატურია შრომის ბაზარი – ერთი მხრივ, მაღალია უმუშევრობის დონე, მეორე მხრივ კი, დამქირავებელს ძალიან უჭირს სასურველი კადრის მოძიება და დაქირავება.
  • ისევ გამოცდილების, ტექნოლოგიის, საჭირო ბიზნესუნარების ან/და უბრალოდ ინფორმაციის არქონის გამო მრავალი კომპანია ვერ ახერხებს ვერც ადგილობრივ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას და, მით უმეტეს, ვერც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.  

რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს გარემო, თუ კომპანიის მენეჯერს არ გააჩნია არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარები, ბიზნესი მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას. მით უმეტეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ  ბაზარზე მუდმივად იზრდება კონკურენციის ხარისხი.ობიექტურად რომ შევაფასოთ, ქართველ მეწარმეებს ნაკლებად გააჩნიათ საბაზრო ურთიერთობებისა და მომხმრებელზე ორიენტირებული წარმოების გამოცდილება, ასევე რთულია შესაბამისი ცოდნისა და, მით უმეტეს, უნარების მიღება.

ქართულ ბიზნესს დღეს ესაჭიროება პრაქტიკული ტრენინგები, ხელმისაწვდომი ბიზნესკონსულტაციები და ინფორმაცია საბაზრო შესაძლებლობების შესახებ.

გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ბიზნესის ოპერირებისა და მართვის ტრადიციები, როდესაც პირები საკუთარ ბიზნესს იმიტომ კი არ მოკიდებენ ხელს, რომ სხვა სამსახური ვერ იშოვეს, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ იდეა, უნარი და შესაძლებლობა, დაიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.

შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (www.economist.ge), როგორც ამ სფეროში მოღვაწე 25 წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, მხარს უჭერს ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების BMB (Building & Managing Business)მოკლევადიან კურსს, რომელიც აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მსმენელის მაღალ ჩართულობაზე. კურსი იძლევა რეალურ შესაძლებლობას მოკლე ვადაში აითვისოთ ანდა გაირღმავოთ ბიზნეს ენა, გაიფართოვოთ ხედვა და მოახერხეთ ორიენტაცია ბიზნესში და ბიზნეს უნარების განვითარება. საბოლოო შედეგით, ერთის მხრივ ზოგადი ბიზნეს აზროვნების დონის ამაღლება, მეორეს მხრივ ინდივიდუალური განვითარებისა და რეალიზების მეტი შესაძლებლობა.

გიორგი ციმინტია
03.11.2014