GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

GAU-ს პროფესორის, ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ

GAU-ს პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.

ნინო გვენეტაძე 28 კანდიდატს შორის შეარჩიეს.

"ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, არის გერმანიის მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, მოსამართლე ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე, რაც ურთულესი პროცესია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი."