GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

GAU - ხალისეთ ახალი წელი ერთმანეთს ნაძვის ხეების კონკურსი

გაუ-ში წელს პირველად გაიმართა ნაძვის ხეების კონკურსი, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოთხივე სკოლა ჩაერთო. სტუდენტთა გუნდები ერთმანეთს კრეატივში შეეჯიბრნენ და თემატური ნამუშევრები შექმნეს. მათ თანაბარი ბიუჯეტით ორიგინალური მოსართავები შეიძინეს და ჟიურის სამ წევრს საკუთარი კონცეფციით აწყობილი ნაძვის ხე წარუდგინეს.

სტუდენტების დიზაინი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც გაუ-ს პრეზიდენტი - მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - სოფო შუბლაძე და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა იყვნენ. ჟიურიმ ერთხმად აირჩია გამარჯვებული გუნდი, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები აღმოჩნდნენ. მათ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს და გაუ-ს ფერებში გადაწყვეტილი ნაძვის ხე აგურებით, ჭანჭიკებითა და სამშენებლო მასალებით მორთეს.