GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

GeoLabi-ის გახსნა GAU-ში

GAU-ს 10 წლისთავზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში GeoLab • ჯეოლაბი დაიბადა. ეს არის ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი GAU-ში ჯეოსელსა და Leavingstone-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ეს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. 

GeoLab-ში სტუდენტები შეძლებენ ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები შექმნან, დაეუფლონ მომავლის პროფესიას და საკუთარი კრეატიული აზროვნების რეალიზებისთვის ტექნიკური უნარ–ჩვევები შეიძინონ.

პრეზენტაციაზე, რომელიც GAU-ში 13.00 საათზე გაიმართა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა; ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ; ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა, პაველ სმალინსკიმ, Leavingstone-ს წარმომადგენელმა, ვახო ვახტანგიშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა.

GeoLAB-ი GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ITI) განუყოფელი ნაწილია, სადაც სწავლა სამი თვის განმავლობაში 5 სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს: 

  • 3D დიზაინი, 
  • გრაფიკული დიზაინი, 
  • პროგრამირება, 
  • ელექტრონული პლატფორმები, 
  • პროგრამული პროექტების მართვა.