GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ..."

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

გაუ-ს შენობის საზეიმო გახსნისა და OPIC-თან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია

GAU-OPIC-ის ხელშეკრულება

24 აპრილს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მერაბ ალექსიძის 8) გაიმართა OPIC-თან (უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელშეკრულების გაფორმებისა და გაუ-ს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია.

გაუ-ს პრეზიდენტს რ. მაიკლ ქაუგილსა (R. Michael Cowgill) და კანცლერს ნინო ტორონჯაძეს ლენტის გაჭრის ცერემონიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი (Richard Norland) და OPIC-ის მმართველი დირექტორი ქენეთ ენჯელი (Kenneth Angel) შეუერთდნენ.

OPIC-მა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისათვის სამი მილიონ ხუთასი ათასი დოლარის (3 500 000) სესხი დაამტკიცა. გაუ-ს ახალი შენობა OPIC-ის სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა და გარემონტდა, შეძენილი იქნა ახალი აღჭურვილობა, გაიხსნა ახალი სასწავლო პროგრამები. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში და დაეხმარება გაუ-ს ბიზნესის მდგრად განვითარებასა და გაფართოებაში, აგრეთვე სტუდენტებისათვის საუკეთესო სასწავლო პირობების შექმნაში.

ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის იყვნენ აშშ-ს საელჩოს, EPI-ს, USAID-ის, JILEP-ის, გაუ-ს პარტნიორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

OPIC-ის შესახებ (http://www.opic.gov/):

OPIC 1971 წელს დაარსდა და წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC აშშ--ს კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. OPIC დასახულ მიზანს აღწევს იმით, რომ ინვესტორებს დაფინანსებას, გარანტიებსა და პოლიტიკური რისკების დაზღვევას სთავაზობს. ორგანიზაციის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და განვითარებადი ბიზნესებისათვის მსოფლიოს 150--ზე მეტ ქვეყანაში.