GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

2013 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

7 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა გაუ-ს ბიზნესის სკოლის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი. 

GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეხუთე, საიუბილეო გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2013 წელს უნივერსიტეტი 156-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 76 ბიზნესის სკოლის (62 ბაკალავრი, 14 მაგისტრი), ხოლო 80 სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (39 ბაკალავრი, 41 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.

ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, ბიზნესის სკოლის მოწვეული სპიკერი საქართველოს ნავთობკომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - კლიფ ისააკი (Cliff Isaak) იყო, ხოლო სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სპეციალური სტუმარი - ვახტანგ ხმალაძე. ცერემონიალზე გაფორმდა მემორანდუმი გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლასა და აშშ-ს ფორდჰამის უნივერსიტეტის (Fordham University) სამართლის სკოლას შორის.

ცერემონია მრავალფეროვანი, საზეიმო და როგორც სტუდენტებისათვის, ისე სტუმართათვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.