GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

გაუ-ს 2011 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

კურსდამთავრებულები, ბაკალავრიატი, ბიზნესი, სამართალი

2011 წლის 10 ივლისს შერატონ მეტეხი პალასში GAU-ს ბიზნესისა და სამართლის სკოლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალს უძღვებოდნენ GAU-ს პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი, ბიზნესის სკოლის დეკანი - პროფ. თემურ ტორონჯაძე და სამართლის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში - ჯონ ბასი, კლეიტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი - ჯონ პარკერსონი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნოდარ სურგულაძე.

ცერემონიალზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ბიზნესისა და სამართლის სკოლების საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტები, დიპლომები კი ყველა კურსდამთავრებულს დეკანებმა პირადად გადასცეს.