GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

GAU Blog

ძვირფასო აბიტურიენტებო, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა GAU-ს ვებ გვერდზე :)

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნამყოფი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), გამოგვყევით ვირტუალურ ექსკურსიაზე. ჩვენ დაწვრილებით გიამბობთ  სტუდენტური ცხოვრების შესახებ და როცა უკვე ალექსიძის 8 ნომერში გვესტუმრებით, მეგზურობას პირადად გაგიწევთ :)

მანამდე კი გილოცავთ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს ცხოვრებაში! გისურვებთ წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლესი განათლება თქვენთვის ყველაზე სასურველ უნივერსიტეტში მიიღოთ! 

ნათქვამია, აირჩიე პროფესია, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა. ასე რომ, ჩვენ - GAU-ელები - პროფესიის სწორ არჩევანს გისურვებთ, რომ მუშაობაში გატარებული წლები თქვენთვის ღიმილთან, წარმატებასთან და საქმის სიყვარულთან იყოს დაკავშირებული! :)

GAUღიმეთ სიახლეებს და გამოწვევებს, რომლებიც წინ გაქვთ და ეს პოზიტივი აუცილებლად დაგიბრუნდებათ  

მაშ ასე, დავიწყოთ ჩვენი ვირტუალური ექსკურსია და ერთად შემოვიაროთ GAU-ს ოთხივე სართული, გავეცნოთ ოთხივე სკოლას ანუ ფაკულტეტს...