GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წევრების ვიზიტი გერმანიაში

რატი ქირია, ვიზიტი გერმანიაში
27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წევრებით დაკომპლექტებული 10 კაციანი დელეგაცია გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, დელეგაციის წევრებს შორის იყო გაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - რატი ქირია. კომისია შედგება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების 57 წევრისგან, ისინი 5 სამუშაო ჯგუფში არიან განაწილებულნი. სტუდენტებმა კენჭისყრის შედეგად თითოეული ჯგუფებიდან თავად შეარჩიეს 2 წვერი სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.
 
ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის სფეროში დასავლური გამოცდილების გაზიარებას. დელეგაციას ზაარლანდის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ (ASTA) უმასპინძლა. სტუდენტები გაეცნენ ზაარლანდის უნივერსიტეტის თვითმმართველობის დებულებასა და მუშაობის მთავარ პრინციპებს, კერძოდ: სტრუქტურის, დაფინანსების, სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მიმართულებებს. ასევე გაიმართა შეხვედრები ზაარლანდის უნივერსიტეტის რექტორთან, საუნივერსიტეტო სტუდენტურ პარტიებთან, საარბრუკენის მერთან, პარლამენტის წევრებთან და ზაარლანდის რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან. 
 
სტუდენტური დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად თვითმმართველობების სფეროში დასავლური სტანდარტების დამკვიდრების ზოგადი გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშავეს.
 
რატი ქირია, ვიზიტი გერმანიაში რატი ქირია, ვიზიტი გერმანიაში
რატი ქირია, ვიზიტი გერმანიაში რატი ქირია, ვიზიტი გერმანიაში