GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა გაუ-ს ბიზნესის სკოლაში

სწავლის ხარისხის მართვა

გაუ-ს ბიზნესის სკოლაში მოქმედებს სწავლის ხარისხის ამაღლების სპეციალური პროგრამა (Total Quality Management), რომელიც გულისხმობს შემდეგი ქმედებების განხორციელებას:

  1. შეიქმნა სახელმძღვანელო Essentials of Business Administration რომელშიც კითხვა-პასუხის ფორმით (სულ 500 კითხვა და მათზე გაცემული პასუხი) გადმოცემულია ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულების ძირითადი საკითხები.სახელმძღვანელო არსებობს როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული ფორმით. მე–4 კურსის პროგრამაში შევიდა სპეციალური კურსი რომლის მეშვეობით სტუდენტები შეაჯამებენ ბაკალავრიატში მიღებულ თეორიულ ცოდნას. მიღებული ცოდნის კონტროლი ხორციელდება გამოსაშვები გამოცდებით, რომლებიც ტარდება ორივე სემესტრის დასასრულს.
  2. გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად გამოიცემა ახალი სახელმძღვანელო Computational Business Administration. განხილული და ელექტრონულად რეალიზებული იქნება ბიზნესის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის კომპიუტერული მეთოდები (100–მდე განხილული ქეისი). ანალოგიურად (1.) შემთხვევისა დაინიშნება სპეციალური კურსი და კონტროლი განხორციელდება გამოსაშვები გამოცდებით.
  3. ყველა კურსზე მოხდება სწავლის აქცენტების გადატანა ლექციის პასიური მოსმენიდან ლექციის ინტერაქტიულ ფორმაზე.
  4. დროის უმეტესი ნაწილი დაეთმობა მასალის გამეორებას, მაგალითების განხილვას, დისკუსიებს, ზეპირ გამოკითხვას, პრეზენტაციებს, რაც შეუწყობს ხელს სტუდენტების მიერ მასალის ათვისებას ლექციის მიმდინარეობის დროს. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ლექციების ფორმატი – 3 აკადემიური საათი მცირე შესვენებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი ხდება სტუდენტის დასწრება ლექციაზე

  1. შემუშავებულია ლექციაზე დასწრების უზრუნველყოფის Bonus/Malus სისტემა. ეს სისტემა არ გულისხმობს ფინანსურ დაჯარიმებას ან წახალისებას, ლექციაზე დასწრება ან გაცდენა მნიშვნელოვნად აისახება სტუდენტის საბოლოო ნიშანზე.
  2. ფაკულტეტზე გამოცხადებულია ტოტალური ბრძოლა გადაწერასთან.

გამოსაშვები გამოცდები

გამოსაშვები გამოცდების კომისიის წევრები:

  • თავმჯდომარე: თეიმურაზ ტორონჯაძე
  • თამაზ უზუნაშვილი
  • ნინო მენაბდე
  • ბექა გოგიჩაძე
  • ლევან გაჩეჩილაძე
  • ირაკლი ჭელიძე

2012/13 წლის შემოდგომის სემესტრის გამოსაშვები გამოცდების განრიგი

  • ჯგუფი BBAA13-1 –15 იანვარი, 14:00, განმეორებითი გამოცდა  – 22 იანვარი, 14:00, აუდიტორია 204
  • ჯგუფი BBAR13-1 –16 იანვარი, 14:00, განმეორებითი გამოცდა  – 23 იანვარი, 14:00, აუდიტორია 204
  • ჯგუფი BBAN13-1 –17 იანვარი, 14:00, განმეორებითი გამოცდა – 24 იანვარი, 14:00, აუდიტორია 204
  • ჯგუფი BBAF13-1 –18 იანვარი, 14:00, განმეორებითი გამოცდა – 25 იანვარი, 14:00, აუდიტორია 204
  • ჯგუფი BBAQ13-1 –19 იანვარი, 14:00, განმეორებითი გამოცდა – 26 იანვარი, 14:00, აუდიტორია 204

სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო: Essentials of Business Administration

გამოსაშვები გამოცდების საკითხები