GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

ფიქრის დღეები GAU-ში

22, 23 და 25 თებერვალს (2019) GAU-ში ფიქრის დღეები გაიმართა! ფიქრის მსოფლიო დღეს, რომელიც პირველად 1926 წელს ამერიკაში აღინიშნა, ყოველწლიურად 150 ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობით ხვდებიან.

წელს ღონისძიებას GAU-ც შეუერთდა და სტუდენტებს და საზოგადოებას ოთხი, ძალიან საინტერესო სპიკერი წარუდგინა: 22 თებერვალს აუდიტორიას შეხვდნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი, თემით "ვფიქრობ - ვაზროვნებ - ვარსებობ" და ნეირო ბიოლოგი ზაალ კოკაია თემით: "ადამიანი - გონიერი და მისი ტვინი". 23 თებერვალს GAU-ს Dr. ასოკა ჯინადასა ეწვია. მისი თემა პირდაპირ კავშირში იყო ფიქრის მსოფლიო დღის წლევანდელ თემატიკასთან: "ლიდერობა". ღონისძიებათა ციკლი 25 თებერვალს, ლაშა ბუღაძის სტუმრობით დასრულდა.

სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას შეეგებნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ტოგონიძე.

ფიქრის დღეები GAU-ში ფიქრის დღეები GAU-ში
ფიქრის დღეები GAU-ში ფიქრის დღეები GAU-ში
ფიქრის დღეები GAU-ში ფიქრის დღეები GAU-ში