GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

შეხვედრა თამარ სანიკიძესთან

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები - ამ თემაზე შეხვედრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან თამარ სანიკიძესთან 10 მარტს (2017) გაიმართა.

მიმდინარე ცვლილებების პრეზენტაციას GAU-ს ადმინისტრაციის წევრები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში. საუბარი შეეხო განათლების სფეროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმები, ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში იმპლემენტაცია, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, შეფასების მეთოდოლოგია და გამოწვევები. GAU-ს აკადემიურმა პერსონალმა ამომწურავი პასუხები მიიღო ამ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეხვედრა ინტერაქციის მაღალი ხარისხით საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის პროფესურას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავად აცნობს მიმდინარე რეფორმის დეტალებს და პირადად პასუხობს მათთვის საინტერესო კითხვებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ თამარ სანიკიძეს.

შეხვედრა, დამსწრეების შეფასებით, ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამოდგა, რადგან არსებითად მნიშვნელოვანია სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაანალიზება-იმპლემენტაციის პროცესში პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობა. დასასრულს გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის მზაობა სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობასა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების პროცესში.

შეხვედრა თამარ სანიკიძესთან შეხვედრა თამარ სანიკიძესთან
შეხვედრა თამარ სანიკიძესთან შეხვედრა თამარ სანიკიძესთან
შეხვედრა თამარ სანიკიძესთან შეხვედრა თამარ სანიკიძესთან
შეხვედრა თამარ სანიკიძესთან შეხვედრა თამარ სანიკიძესთან