GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

საორიენტაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

1 მარტს (2017) GAU-ში აბიტურიენთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ღია კარის დღე GAUბენდმა გახსნა. სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიაწოდა, ახალ საფასო პოლიტიკაზე კი GAU-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ნინო ტორონჯაძემ ისაუბრა. გაიმართა გათამაშება და GAU-ს სასწავლო ვაუჩერი სამ იღბლიან აბიტურიენტს გადაეცა. შემდეგ კი სტუმრებმა დეკანების კაბინეტებში გადაინაცვლეს.

ყველა მშობელსა და აბიტურიენტს მიეცა საშუალება მისთვის საინტერსო ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. მათ კითხვებს უპასუხეს ბიზნესის სკოლის დეკანმა - თემურ ტორონჯაძემ, სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა - ზაზა რუხაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა - რუსუდან ციციშვილმა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა - კოტე კულიჯანოვმა.

შეხვედრა დასრულდა ტურით GAU-ში, რომელსაც GAU-ს ელჩებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს.

საორიენტაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის