GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

ნოე სულაბერიძე GAU-ში

GAU-ს საჯარო ლექციების ციკლის სტუმარი იყო პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე. 
 
ლექცია თემაზე ,,როგორ შევქმნათ წარმატებული სატელევიზიო პროექტი?!’’ სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო და აქტუალური გახლდათ. 
 
ჩვენმა სტუმარმა ისაუბრა სატელევიზიო სპეციფიკაზე, რეიტინგზე, სოციალური ტიპის გადაცემებზე, მეგა შოუებზე, საკუთარ წარმატებაზე და თავისი გამოცდილება GAUზიარა ახალგაზრდებს.
 
ნოე სულაბერიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტების აზრი და მათი დამოკიდებულება მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. GAUელებს კი წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, სტუდენტობის ღირებულებას. 
 
ლექცია საკმაოდ ინტერაქციული იყო და მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა. 
 
მადლობას ვუხდით ნოე სულაბერიძეს, GAU-ში სტუმრობისთვის.
 
ნოე სულაბერიძე GAU-ში ნოე სულაბერიძე GAU-ში
ნოე სულაბერიძე GAU-ში ნოე სულაბერიძე GAU-ში
ნოე სულაბერიძე GAU-ში ნოე სულაბერიძე GAU-ში