GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

GAU-ს პროფესორის, ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ

GAU-ს პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.

ნინო გვენეტაძე 28 კანდიდატს შორის შეარჩიეს.

"ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, არის გერმანიის მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, მოსამართლე ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე, რაც ურთულესი პროცესია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი."