GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ..."

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

ჟურნალი „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები“

ჟურნალი „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები“ GAU-ს სტუდენტების ნაშრომებს აერთიანებს.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლის 27 მაისსა და 3 ივნისს ჩატარდა. მისი მიზანი სამეცნიერო კვლევით პროცესში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება იყო. მონაწილეობისთვის სტუდენტს უნდა წარედგინა მაღალი სამეცნიერო სტანდარტების ნაშრომი და ჰყოლოდა ხელმძღვანელი.

კონფერენციაში, რომელიც სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის ზაზა რუხაძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით გაიმართა, რამდენიმე ათეულმა GAUელმა მიიღო მონაწილეობა. ამავე სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ჟურნალისთვის საჭირო მასალების შეგროვებასა და რედაქტირებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და სამეცნიერო კვლევით პროცესის ხელშეწყობას.