GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში

8 მაისს GAU-ში შეხვედრა ყირგიზეთის მთავრობის უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელებთან შედგა. მათ GAU-ს სტუდენტებს, თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის წევრებს და GAU-ს თბილისის პიარსკოლის წარმომადგენლებს ყირგიზეთში არსებული გამოწვევები და საზოგადოებასთან ურთიერთობის გასააქტიურებლად განხორციელებული პროექტები გაუზიარეს. 

,,ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით'' - ეს მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, გულნარა ტორალიევამ გააკეთა. 

შეხვედრაზე საინტერესო მაგალითები და პიარ აქტივობების ვიზუალური მასალა იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ბოლოს კი GAU-ს პრეზიდენტს რ. მაიკლ ქაუგილს შეხვდნენ და პიარსკოლის ლექტორების მოხსენება მოისმინეს სკოლის ისტორიისა და კურსების თაობაზე.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს საჯარო უწყებების გამოცდილების გაცნობა იყო საკომუნიკაციო პოლიტიკის შექმნისა და დახვეწის კუთხით.

ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში
ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში