GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან

ამბები, რომლებშიც საკუთარ თავს და ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან წევრებს ვპოულობთ, გაშარჟებული თემები, სატირა და დრამა ყველაზე რეიტინგულ ქართულ სერიალებში, სტერეოტიპები, რომელთა გარდაქმნასაც სერიალები ემსახურება - ამ საკითხებზე GAU-ში შეხვედრა ქეთი დევდარიანთან გაიმართა.

15 მარტს (2017) საჯარო ლექციების ციკლის „GAUღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას ტრადიციულად GAU-ს სტუდენტები და სტუმრები დაესწრნენ. „ჩემი ცოლის დაქალების“ და „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტმა შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარმართა და აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული სერიალის თუ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვაში. რა გავლენას ახდენს სერიალი მაყურებელზე, რამდენად საზიანოა სერიალზე დამოკიდებულება, რამდენად ზემოქმედებს ის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და შეიძლება თუ არა მასობრივი პროდუქტი იყოს ამავე დროს ღირებული?! -ამ კითხვებზე პასუხი ქეთი დევდარიანთან ერთად თავად სტუდენტებმა, სერიალის მაყურებლებმა გასცეს. შეხვედრა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2 საათს გაგრძელდა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

მადლობას ვუხდით ქეთი დევდარიანს სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის.

შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან
შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან
შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან