GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

GAU კათარზისში - ტრადიცია გრძელდება

GAU-მ ტრადიციისამებრ კათარზისის ბენეფიციარებს უმასპინძლა. 2 დეკემბერს (2017), GAU-ს სოციალური პასუხისმგებლობა, მხოლოდ სადილის დაფინანსებით არ შემოიფარგლება და ამ დღეს მოხალისე GAUელები სიამოვნებით ემსახურებიან ხანდაზმულ ადამიანებს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით!

სადილი მხიარულად, იუმორით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით მიმდინარეობს, თუმცა ის ფოტოები, სადაც ბენეფიციარები ჩანან, მხოლოდ პირად ალბომებში რჩება.

GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

GAU კათარზისში - ტრადიცია გრძელდება GAU კათარზისში - ტრადიცია გრძელდება
GAU კათარზისში - ტრადიცია გრძელდება GAU კათარზისში - ტრადიცია გრძელდება