GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

ილო ბეროშვილი GAU-ში

5 დეკემბერს (2017) GAU-ს საჯარო შეხვედრების სტუმარი ფილოლოგი, ფეხბურთელი, მსახიობი და შოუმენი ილო ბეროშვილი იყო. ლექცია თემაზე -,,ოუმორი საქართველოში’’ ძალიან სახალისო და საინტერესო გახლდათ. 
 
ჩვენმა სტუმარმა სტუდენტებს GAUზიარა თავისი გამოცდილება. აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესოა ახალგაზრდების დამოკიდებულება, აზრი და შეხედულებები. თვლის, რომ ეს ის გადამწყვეტი აუდიტორიაა ვინც ბევრი რამ უნდა შეცვალოს ჩვენს ქვეყანაში. ისაუბრა თუ რა არის იუმორი, რა კომპონენტებისაგან შედგება და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს საუკეთესო თვისება. თავისთავად ხუმრობა არ უნდა იყოს მიმართული სხვის დამცირებასა და შეურაწყოფაზე. იუმორი საუკეთესო საშუალებაა განმუხტო და განაიარაღო სიტუაცია.
 
ასევე სტუდენტებთან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, თუ რა როლი აქვს განათლებულ, წიგნიერ საზოგადოებას და როგორ სჭირდება ეს ქვეყანას. სტუდენტებს მოუწოდა, რომ იბრძოლონ მიზნის მისაღწევად და არ შეეშინდეთ თავიანთი თავის წარმოჩენის. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა და თავდადება ნებისმიერი საქმის მიმართ რასაც ხელს მოვკიდებთ. 
 
ლექცია საკმაოდ ინტერაქციული იყო და მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა. 
 
დიდ მადლობას ვუხდით ილო ბეროშვილს GAU-ში სტუმრობისათვის.
 
ილო ბეროშვილი GAU-ში ილო ბეროშვილი GAU-ში
ილო ბეროშვილი GAU-ში ილო ბეროშვილი GAU-ში
ილო ბეროშვილი GAU-ში ილო ბეროშვილი GAU-ში
ილო ბეროშვილი GAU-ში ილო ბეროშვილი GAU-ში