GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი

30 იანვარს GAU-ში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული „უმაღლეს და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის'' პირველი შეხვედრა გაიმართა.

დისკუსია განათლების სფეროს თანამედროვე გამოწვევებზე 14:00 საათზე შედგა. შეხვედრაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორები და თბილისის 100-მდე სკოლის დამამთავრებელი კლასის მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

მოწვეული სტუმარი გახლდათ ნიკა ჩაჩხიანი, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე.

საშუალო და უმაღლესი განათლების საკითხები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ამ პროექტით უერთდება მსოფლიო ტენდენციას, საჯაროდ იმსჯელოს სწავლების მეთოდიკის პრობლემებსა და ახალ მიდგომებზე.

შეხვედრა პრობლემატიკის იდენტიფიცირებასა და განხილვას დაეთმო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლის პედაგოგთა გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება. პროექტის მიხედვით მსგავსი დისკუსიები არსებული სირთულეების გადაჭრის წინაპირობა გახდება. დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოს სკოლებთან ერთად შეეცდება ახალგაზრდა თაობისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგას, იზრუნოს მათ განვითარებასა და პროფეიული ორიენტაციის გაუმჯობესებაზე.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინიციატივა საქართველოს განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს ჩართულობისთვის.

უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი
უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი
უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი უმაღლესი და საშუალო განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტი