GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია

21 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები და თოჯინები. ღონისძიება პროექტის ''Hands for refugees” ფარგლებში ჩატარდა. დევნილ ბავშვებს კი მწერალთა კავშირისგან საჩუქრად გადაეცათ გამომცემლობა „მერანის'' წიგნები. საღამოს დაესწრნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ.მაიკლ ქაუგილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია და სხვა სტუმრები.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალენოვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის'' ინიციატივით გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია დევნილი მოზარდების მხარდასაჭერად შეიქმნა.

პროქეტის ''Hands for refugees” დამფუძნებელი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტი, ქეთი გოგილაშვილია. ინიციატივის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის სლოგანია ''Helping refugees to realize their abilities” და მისი წარდგენა გაეროს ახალგაზრდულ ანსამბლეაზე ნიუ იორკში 10 თებერვალს იგეგმება. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს გაუ-ს სტუდენტ ქეთი გოგილაშვილს!

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია