GAU-ს კურსდამთავრებულები

JTI Caucasus LLC

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით...

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

ჯეოლაბი ერთი წლისაა

5 მაისს, 14:00 საათზე ჯეოლაბის ერთი წლის უიბილესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელშიც GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ჯეოსელის წარმომადგენლები და კომპანია ტელიასონერას კომერციული და ფინანსური დირექტორები მონაწილეობდნენ ერთი წლის მუშაობა შეჯამდა.

საუბარი მომავალ პროექტებს და გეგმებსაც შეეხო.

2015 წლიდან დღემდე ჯეოლაბმა არაერთი ორიგინალური, მნიშვნელოვანი იდეა განახორციელა, ორგანიზება გაუწია ადგილობრი და საერთაშორისო კონკურსებს, ღონისძიებებს და საკუთარ სივრცეში საუკეთესო სპეციალისტები, მოტივირებული ახალგაზრდები გააერთიანა.

ჯეოლაბი ერთი წლისაა ჯეოლაბი ერთი წლისაა
ჯეოლაბი ერთი წლისაა ჯეოლაბი ერთი წლისაა