GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მეოთხე კურსის მსვლელობისას გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომლის შედეგადაც გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. გაუ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

GAU-მ ახალი სასწავლო წელი საქველმოქმედო აქტივობით დაიწყო

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა GAU-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს „ნატვრის ხე'' და 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი გახდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ უცხოელი სტუმრები, საოპერო ხელოვნების მეგა ვარსკვლავები: 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, გამორჩეული ბარიტონი ალბერტო გაძალე, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე ფრანჩესკა დეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი.

13 სექტემბერს ხელოვანები, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგნლები ბავშვებისა და მოზარდების გადასარჩენად გაერთიანდნენ. ბილეთებით, სატელეფონო ზარებითა და გადარიცხვებით შესული თანხა ფონდის ბენეფიციარების მკურნალობას ხმარდება.

კონცერტი იმედის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საღამოს GAU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე უძღვებოდა.

GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!