GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა

GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' 2014-15 სასწავლო წელს დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედრით დაიხურა.

ლექციას წინ უძღვოდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც GAU-ს აუდიტორიისთვის სასურველი თემის დადგენა იყო. 100 გამოკითხული სტუდენტიდან უმრავლესობამ აირჩია მოხსენება „entrepreneurship - რჩევები მომავალ მეწარმეებს“ - დათო გოგიჩაიშვილის, როგორც ბიზნესმენისა და ლექტორის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო საკითხი.

სტუმარმა შეხვედრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ლექცია აურიტორიის ინტერესებით, ინტერაქტიულ რეჟიმში, წარიმართებოდა. მსურველებს კითხვის დასმის საშუალება ნებისმიერ დროს ჰქონდათ. დათო გოგიჩაიშვილმა განმარტა ინგლისურენოვანი სიტყვის entrepreneur-ის გამოყენების მიზეზი: ქართულად ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც მეწარმე, თუმცა ზუსტად ვერ ასახავს მნიშვნელობას - უფრო შესაბამისი შესატყვისი არის ყოჩაღი მენეჯერი, ლიდერი. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ბიზნეს საქმიანობით ცვლიან სამყაროს. ასეთი პიროვნებების დახასიათებისას დათო გოგიჩაიშვილმა ახსენა ბავშვური სიჯიუტე, აუცილებელი თვისება იმისთვის, რომ არ მოექცე დამკვიდრებული კლიშეების ან თუნდაც მიღებული განათლების ჩარჩოებში; გეყოს გამბედაობა, ნებისყოფა და მისწრაფება, შექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული, შექმნა ამ ახალი და განსხვავებული პროდუქტისა თუ სერვისის მოთხოვნილებაც.

ასეთი ადამიანების სიაში, მისი თქმით, არა მხოლოდ ჯონ როკფელერი, სტივ ჯობსი ან მარკ ცუკერბერგი ხვდებიან, არამედ ქობულეთელი მეწარმე კახაია, რომელმაც შეძლო ერთ ქუჩაზე ჩამწკრივებული ერთმანეთის მსგავსი კვების ობიექტებიდან მისი კაფე მუდმივად ხალხმრავალი ყოფილიყო - მან, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გათავლიწინებით, ყველა მაგიდაზე ბანქოს თითო დასტა დაალაგა.

მაგალითებმა აჩვენა, რომ განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, ბევრ ადამიანს აქვს შანსი ობიექტურ მოცემულობაში იყოს განსხვავებული და წარმატებული, იყოს entrepreneur-ი.

საინტერესო სტატისტიკა, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებისა თუ პიროვნებების მაგალითი, ანეკდოტები და პირადი გამოცდილება entrepreneur-ის როლის უკეთ გაცნობიერებას ემსახურებოდა. იუმორი დათო გოგიჩაიშვილმა ხელმძღვანელი პირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებად დაასახელა და მოჰყვა მელვინ ჰელიტცერის მიერ დაარსებულ სპეციალურ ტრენინგცენტრზე, სადაც ადამიანებს მათემატიკური ფორმულებით ასწავლიან ამ გრძნობის გამომუშავებას.

დათო გოგიჩაიშვილის თქმით, დასაქმებული ადამიანების 2/3-ს ურჩევნია ის გააკეთოს, რასაც უფროსი ეტყვის (ასე ნაკლებია პასუხისმგებლობა), დარჩენილი1/3-ის ნახევარი მუდმივად უკმაყოფილოა (წუწუნებს), 1/6 კი ქმნის. სწორედ ეს უკანასკნელია ნამდვილი entrepreneur-ი.

ლექციის დასასრულს დამსწრეების უმრავლესობას ალბათ გაუჩნდა გულწრფელი სურვილი თავი მოსახლეობის 1/6-ისთვის მიეკუთვნებინა, იმ უმცირესობისთვის, რომელიც არღვევს სტანდარტს, რომელშიც შემორჩენილია ბავშვური სიჯიუტე, დაჟინება და ენერგია, რომელსაც შეუძლია დაუშვას განსხვავებული შესაძლებლობა და შეასრულოს, განახორციელოს ის.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=5Iz46rAxa_4&index=7&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPBXQaL3yI78ps

GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა
GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა
GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი დავით გოგიჩაიშვილთან შეხვედით დაიხურა